,,არ გადავწიოთ ძალისმიერი მეთოდებით ესენი?"– ნიკა მელია


    გურჯაანში, იმ ადგილზე, სადაც პოლიციას თელავისკენ მიმავალი გზა აქვს ბლოკირებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს.
 
    ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება მათ კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. 
 
    ,,თელავამდე არის 40 კმ დარჩენილი. მერე იტყვიან მელია რატომ ჩხუბობსო?! და რა გავაკეთოთ, არ გადავწიოთ ძალისმიერი მეთოდებით ესენი? ჩვენს კონსტიტუციური უფლებას არღვევენ. მთელმა საქართველო იცის რა ძალადობას ჰქონდა ადგილი და ახლა მთელმა საქართველომ ვიცით და დავინახეთ საკუთარი თვალებით როგორ გააყალბეს მასიურად არჩევნები. იდენტიფიცირებულები არიან დამნაშავეები.  ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეებს აკავებდნენ, იმ ადამიანებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ჩავჯექით მშვიდად მანქანაში, გავეშურეთ თელავისკენ, მოვითხოვეთ ადგილი, გვითხრეს არაო. გზად გვითხრეს წადით გურჯაანით და უცებ ვხედავთ ვიღაც ზონდერებს, რომლებიც დაგვხვდნენ და აგურები გვესროლეს. და ახლა გვეუბნებიან წადით ყვარელითო. სინამდვილეში არიან დამფრთხლები,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно