ედგარს რინკევიჩი: ,,რუსული პროპაგანდა ცდილობს შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაცია"


     ,,მასშტაბური პროპაგანდა ხელს უშლის ჩვენი შეხედულებების და მისწრაფებების რეალიზაციას,” – ამის შესახებ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. 

     ედგარს რინკევიჩიმ აქცენტები გააკეთა რუსეთის ქმედებაზე, საქართველოსთან მიმართებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაცია.

     „ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ისეთი საშუალებების გამოყენებაზე როგორიც სტრატეგიული კომუნიკაციებია, რადგან არამხოლოდ საქართველოში, არამედ ლატვიაში, უკრაინასა და მოლდოვაში ვხედავთ მასშტაბურ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების შეხედულებებზე გავლენის მოსახდენად. ლატვიაშიც დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში ჩარევაც იქნება და
პროპაგანდისტული კამპანიებიც გაიზრდება. იგივე ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. სტრატეგიული კომუნიკაციები აძლიერებს კიბერუსაფრთხოებას. ახლა ვიმყოფებოდი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ რა უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ასპირანტი ქვეყნის მიმართ. საჭიროა სათანადო კანონების მიღებაც. სოციალური ქსელებიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. ტვიტერი და ფეისბუქი არ კონტროლდება ისე როგორც მედია. ამიტომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ,”-განაცხდა ედგარს რინკევიჩიმ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно