„ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება თურქეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია"- ჩავუშოღლუ


     თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია ტერორისტული დაჯგფების,  ე.წ ისლამური სახელმწიფოს განადგურება.

     „ტერორისტული ორგანიზაციების გარდა ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა თურქეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია ე.წ ისლამური სახელმწიფოს განადგურება",- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

     მისივე თქმით, ანკარა და ვაშინგტონი მანბიჯიდან აშშ-ის ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით, საგზაო რუქის რეალიზებაზე შეთანხმდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/mevlut-chavushoghlu-islamuri-sakhelmwifos-ganadgureba-turqets-damoukidebladac-sheudzlia/