,,26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება"– კახიშვილი


     26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

     „26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას და იმედია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარასოდეს არ იქნება", - განაცხადა კახიშვილმა. 

     მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის #16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია. 

     „როცა გავხსენით დაბალი რისკის #16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასაულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას", - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно