,,წამოვალ, არაფრის მეშინია, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი"- სააკაშვილი


     საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მოუწოდებს, შეუერთდნენ ახალ მოძრაობას, რომელიც უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში დასაბრუნებლად შექმნეს.

    საკუთარ ვიდეო მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის თავად უერთდება ამ მოძრაობას და აპირებს გაზაფხულზე ქართველი ემიგრანტების დიდ ჯგუფთან ერთად საქართველოში დაბრუნდეს.

    "მე ძალიან ბევრს ვხდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს ქართველებს ზოგს ტაქსიში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში. ეს ხალხი თავის შრომით ინახავს არამხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ, რეალურად ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში თავის გადარიცხვით. იმიტომ რომ საქართველოში ეკონომიკა გააჩანაგა ივანიშვილმა. ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან.

    ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავის ძალა. უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი, კარტოფილი ვერ დაარიგეს, სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

     ქართველებთან, რომელიც უცხოეთშია, რომელმაც იცის შრომის ფასი იქ ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და ივანიშვილის მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა. ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა თავის შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, რომ შვილებს დაუბრუნდეს და არ ჰქონდეთ გასაქცევი არსად.

    ახლა პატრიოტი ქართველების ჯგუფმა მომმართა და მათ შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში". ეს არის ძალიან მაგარი იდეა, ჩვენ დიდი ტალღა უნდა ავაზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო.

   მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ, არაფრის მეშინია, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვებთ. ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად.  

    საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ გვქონდეს მაგარი სამშობლო და ჩვენ აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო „ერთად სახლში",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно