,,გირჩევნიათ, დამარცხება აღიაროთ და შეეგუოთ, რომ ძალაუფლებას ვერასოდეს დაიბრუნებთ!"-მძინარაშვილი


     საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:           
             
    ,,გათენდა! ნათქვამია: Утро вечера мудрёнее. მხოლოდ გიორგი გახარია მიხვდა, რომ ნაცსექტას აყოლა ხეირს არ დააყრიდა და წუხელ გაჩუმდა. სხვებმა ბეჭი ამოიგდეს და ვატყობ, მალე ვაჟა ექიმთან მისვლაც მოუწევთ. გირჩევნიათ, დამარცხება აღიაროთ და შეეგუოთ, რომ ძალაუფლებას ვერასოდეს დაიბრუნებთ!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.