ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა


     ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მურუსიძეს მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. 
 
     ლევან მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი,  ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო. წინააღმდეგ მისცეს ხმა არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ კი გააბათილა ბიულეტენი, რადგან უკანონოდ მიიჩნევდა ამ პროცესს.

     ​მურუსიძეს მოსამართლეობის ვადა 4 იანვარს ეწურებოდა. ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს.

     სასამართლოს მეორე ინსტანციაში მურუსიძე 2016 წლიდან არის დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მურუსიძე გასაუბრებას წარმატებით გაივლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას უვადო მოსამართლედ განამწესებს.

    ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება სულ ექვსმა მოსამართლემ უნდა გაიაროს. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно