,,ბიძინა ივანიშვილმა დაგვსაჯა ქართველები!"– რუსუდან შარაძე


     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
    ,,მე თქვენ გეტყვით და სტრასბურგის სასამართლოს ყოველ დღე გამოაქვს დადგენილებები საქართველოსთან დაკავშირებით. სამი უსასტიკესი დანაშაული (გირგვლიანი-მოლაშვილი-მიქიაშვილი), სამივე ამ არამზადა მურუსიძის კისერზე და პასუხად - სამუდამო ჯილდო! 

    მერე რა, რომ საყოველთაო ზიზღს იწვევს ეს ყველაფერი, აგრესიაზე და უსამართლობის გრძნობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

    ბიძინა ივანიშვილმა დაგვსაჯა ქართველები, უფრო ზუსტად, დაგვსაჯა 53%! და ეს იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც პირველ და მეორე ტურებს შორის ჩავაგდეთ, სწორედ, ჩვენ, თორემ სექტების არ ეშინია, საკუთარის - მითუმეტეს.

    ჯინაზე შვრება, რადგან „გასაოცარი დემოკრატიის" მქონე ქვეყანა არ აღმოჩნდა ის ჯუნგლები, რომელიც მას წარმოედგინა. რა უნდა, როდემდე უნდა გვეჭიდავოს, არ ვიცი..."- წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно