„სამწუხარო ფაქტია, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა"– კობახიძე


     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა.

     ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

     „სამწუხარო ფაქტია, თუმცა შემდგარი ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც პირველ რიგში, პასუხისმგებელია რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ეს საკითხი სამართლებრივად. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე ცნობად ვიღებთ ჩვენ ამ ფაქტს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно