„არ არსებობს მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები" - სერგო რატიანი


     „არ არსებობს საქართველოში მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები,"- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

     დეპუტატმა „ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. სერგო რატიანის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებას არა ხელისუფლება, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს.

     „ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს, მართოს სასამართლო ერთპიროვნულად, ისევე, როგორც სურს, მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა, მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно