საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა


     ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ სექტემბერში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება.

     „ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში და სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно