,,მუდმივი ისტერიულ-პოლიტიკური-საინფორმაციო ფონი იწვევს სიკვდილიანობის გაახალგაზრდავებას"– ოთარ ჩრდილელი


      პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების," წევრი ოთარ ჩრდილელი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ღმერთმა დამიფაროს ციციკორეობისგან, უბრალოდ ჩემს (ეგებ სუბიექტურ) სათქმელს იმედია სწორად გამიგებთ:
 
     უარყოფითი ენერგეტიკა-ჯაჭვური რეაქციით მოქმედებს...და აისახება ოჯახში, ადამიანის ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობაზე, სამუშაო სტიმულაციას აქვეითებს და ა.შ.

      ძლიერმა ამა ქვეყნისამ თუ ობივატელმა.

     ეგებ მართლა შევცვალოთ ცხოვრების სტილი, გავთავისუფლდეთ ზიზღისგან, შურისგან და ბოღმისგან. რომლებიც ისედაც განუწყვეტლივ მოედინება ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, ნებსით თუ უნებლიედ. 

     ეგებ დავფიქრდეთ და (გარკვეული დროით მაინც) ცოტა სხვა თემების პოპულარიზაცია მოხდეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან. 

     ასე გაგრძელება არ შეიძლება, ისედაც მწირი ქართული გენოფონდის დეპოპულაცია-გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეგებ გვეყოს, ამდენი სიბილწე და გაუტანლობა-თორემ უკვე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე კითხვა: ვინ იქნება შემდეგი.

     P. S. მუდმივი ისტერიულ-პოლიტიკურ-საინფორმაციო ფონი და ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში ყოფნა, ყველა სხვა ,,სიკეთესთან,, ერთად იწვევს სიკვდილიანობის გაახალგაზრდავებას.

     P.P.S. იმედია-გამგები სწორად გაიგებს ამ გზავნილს და ულტრირება არ იქნება ცალკეული პიროვნებებისგან ან მასმედიის რომელიმე საშუალებიდან. მადლობა ყურადღებისთვის"– წერს ოთარ ჩრდილელი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно