ისლანდიამ შარშან თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა


     ისლანდიაში გასულ წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 2018 წლის სტატისტიკა ქვეყნის იმიგრაციის დირექტორატმა გამოაქვეყნა.

     ისლანდიაში შესაბამისი მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეთა 84 განაცხადი განიხილეს, საიდანაც 65 საქმეზე გადაწყვეტილება უარყოფითი იყო, 19 შემთხვევაში კი, განხილვა სხვა მიზეზით შეწყდა.

     თავშესაფრის მოთხოვნით შარშან ისლანდიას ახალი განაცხადებით საქართველოს 39-მა მოქალაქემ მიმართა, რაც 2017 წელთან შედარებით შვიდჯერ ნაკლებია.2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა 289 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ლიდერობდა. შარშან კი, განაცხადების რაოდენობით მეშვიდე ადგილზე იყო.

     ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც შეიყვანა, რამაც განაცხადების განხილვის ვადები შეამცირა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/islandiashi-tavshesafari-sharshan-saqartvelos-arc-ert-moqalaqes-ar-miughia/