,,ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა"- მადურო


     ნიკოლას მადურო ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის დავალება მისცა. ვენესუელის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დავალება კოლუმბიის მაფიასაც მისცა, თუმცა მადუროს თქმით, ვენესუელის დაზვერვა კარგად მუშაობს და მისი უსაფრთხოება დაცულია.

     „ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა. მან ამისთვის კოლუმბიის ხელისუფლებას და მაფიას მიმართა. თუ რამე დამემართება, პასუხისმგებელი დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუქე იქნებიან", – აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტმა.

     ნიკოლას მადურომ ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპთან პერსონალური დიალოგის წარმოებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/nikolas-maduro-ackhadebs-rom-donald-trampma-misi-mokvlis-brdzaneba-gasca/