,,ეს განსწავლული კონსტიტუციონალისტი, კობახიძე ნაცარს გვაყრის თუ რა ხდება?!"– მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

     ,,ახლა ეს განსწავლული კონსტიტუციონალისტი, სამართლის დოქტორი კობახიძე ნაცარს გვაყრის თუ რა ხდება?!
 
     ვინ ჰიტლერს და ვინ გებელსს დააკისრეს პასუხისმგებლობა ნიურნბერგის პროცესზე?! მაგ დროს ორივე მკვდარი იყო! ვინ მოსამართლეები დატოვეს?! 

     250-ზე მეტი მოსამართლე გაასამართლეს მაშინ გერმანიაში და 500-მდე მოსამართლე დაითხოვეს! მოსამართლეები რეგიონებიდან ჩაიყვანეს ბერლინში. ის მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკური საქმეები არ განუხილავთ და პოლიტიკური დავალებები არ შეუსრულებიათ! აღარავის გადაუსინჯავსო! რა აღარავის გადაუსინჯავს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, აგერ 30 წლის წინ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსამართლეები გაუშვეს სახლში!

     ეს ადამიანები ადრე ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ მასობრივად და ახლა კარგ რაღაცებს ჩადიანო! ჩააღვრიჭინეთ?! დათვი მჭლე და ესენი მსუქნები?! ხალხო, თქვენ ხო არ გძმარავთ?!

     ვირი რომ ვირია, იმ ადგილზე, სადაც ერთხელ ტალახში ჩაეფლო, სულ რომ ფიანდაზები დაუფინო, მეორედ არ გაივლის! თქვენ გესმით, რა ჭაობში ძირავთ სახელმწიფოს?!

     არ მიყვარს სკაბრეზული გამონათქვამები. განსაკუთრებით, საჯარო სივრცეში. მაგრამ ამ მოსამართლეების თემაზე საუბრისას და ასეთი უტიფარი განცხადებების მოსმენისას სულ ოდესის ბორდელის მაგალითი მახსენდება. იქ თუ შემოსავლების შემცირების გამო ამჯობინებდნენ ბოზების გამოცვლას, აქ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა დგას საფრთხის წინაშე და ამას ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკით ვერაფერს უშველით - ამ ჯალათების გამოცვლაა საჭირო! ახლა გინდა ახტით, გინდა დახტით!

     საკუთარ თავებს მაინც ვერ გადაახტებით და, ემანდ, მარცხი არ მოგივიდეთ... დახტომისას!"–წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно