,,დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი!"- კირვალიძე


     რუსებმა სამხედრო ძალით მიითვისეს საქართველოს მიწა-წყლის 20%! არაბები, თურქები, ირანელები და სხვა უცხოტომელები, ფულით ყიდულობენ დარნარჩენ 80%-ს! პირველ შემთხვევაში, თუ ჯერჯერობით უძლურნი ვართ და ვერ ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, მეორე შემთხვევაში, ხომ მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ შევინარჩუნოთ და არ გავასხვისოთ სამშობლო?! ამისთვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონები, მოქალაქეობის და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, აღკვეთოს ყოველგვარი კანონდამრღვევი ფაქტი, მოახდინოს არალეგალი აზიელ-აფრიკელი მიგრანტების დეპორტაცია საქართველოდან! 

     ქართული საზოგადოების მცირე ნაწილი, სამწუხაროდ, სწორედ იმ დამღუპველი ნეოლიბერალური რიტორიკის ერთგულები არიან, რომლითაც ქართულ სახელმწიფოს და ეროვნულ იდეალებს ებრძვიან, მათი აზრით, არალეგალი უცხოელების თავგასულობაზე  პროტესტის გამოთქმა, - "ნაციზმი და ჰომოფობიაა"?! 

     საქართველოსთვის, სწორედ ამგვარი ულტრალიბერალური რიტორიკა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებულად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, ეროვნულ და  დემოკრატიულ იდეალებს! 

     ამავდროულად, ქართველი ერის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნაა, - საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და არალეგალი, მოკრიმინალო უცხოელების შემოდინების აღკვეთა საქართველოში! აგრეთვე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი!

     დიახ, ულტრალიბერალები არავის და არაფერს ერიდებიან, სოცქსელებში "ჩვეულებრივ მოვლენად" იქცა სასულიერო პირების ლანძღვა-გინება, მათ შორის, უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის!

     ლიბერასტ მანქურთებს და მათ უცხოელ პატრონებს, მხოლოდ ქართველი ხალხის ერთსულოვნების ეშინიათ, რადგან სწორედაც რომ, ქართველთა ერთსულოვნება პოლიტიკურად და მორალურად დაასამარებს მათ!

     იმედია, ქართველი ხალხი გამოიღვიძებს და ერთმნიშვნელოვნად განაცხადებს, რომ - ეროვნულ ღირსებას და სამშობლოს არავის დაუთმობს! 

     მცირერიცხოვანი ლიბერასტი მანქურთები, ქართველ პატრიოტებს "ფაშისტებს" უწოდებენ იმის გამო, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან მათ ანტიქართულ, კოსმოპოლიტურ, გლობალისტურ პოლიტიკას! 28 წლის წინ, სწორედ ამავე ბრალდებებით, "ნეობოლშევიკებმა" ეროვნული ხელისუფლება დაამხეს და თავის გასამართლებლად მას, - "პროვინციული ფაშიზმი" უწოდეს! 

     დღეს კი, ნეოლიბერალები, დისკრედიტაციის მიზნით ქართველ პატრიოტებს "ფაშისტებს" უწოდებენ!.. ყველაფერი მეორდება და თუ გიყვარს სამშობლო, საკუთარი ხალხი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ეროვნული ტრადიციები და ღირებულებები, მაშინ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ანტიქართულ, ნეოლიბერალურ ჯგუფებს! ამიტომაც, საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ეტყვის: "ჩვენ აუცილებლად დავიცავთ საქართველოსთვის მებრძოლ ყველა ქართველს თუ არაქართველს, ვისთვისაც საქართველო დედასამშობლოა, აუცილებლად დავამკვიდრებთ საქართველოში სამართლიან სამართალს, აუცილებლად შევცვლით სახელმწიფო მმართვის არსებულ მანკიერ სისტემას, აუცილებლად ხელს შევუწყობთ ისეთი ეკონომიკური მოდელის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს საქართველოდან ქართველების უცხოეთში საშოვარზე წასვლას, აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზ-ოსებს და გავამთლიანებთ საქართველოს, აუცილებლად დავამკვიდრებთ საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ განათლებულ საქართველოს, რომელსაც გაქრობა არ დაემუქრება და რომლითაც ისინი იამაყებენ მთელი მსოფლიოს წინაშე"!

     ქართველი ულტრალიბერალები, ნაციონალიზმს ნაციზმად ასაღებენ, ისინი ქართველ პატრიოტებს გამარგინალების მიზნით ცილსწამებენ, აწებებენ მათ სხვადასხვა იარლიყებს! ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული გახლავთ პატრიოტებისთვის "ნაცისტების" ძახილი, რათა დააფრთხონ ქართველი ხალხი და თან სახელი გაუტეხონ საქართველოს უცხოეთში!

     ამას გამიზნულად აკეთებენ იმისათვის, რომ ნაციონალიზმი ნაციზმად გაასაღონ და ამით საფუძველშივე ჩაკლან ქართველი ხალხის სურვილი და ოცნება, რომ საქართველოს სახელმწიფოს საძირკველი გახდეს - ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები, - და არა ყალბი, ანტიეროვნული ულტრალიბერალური პროპაგანდა, რაც ძირფესვიანად ანგრევს ზოგადსაკაცობრიო მორალს, ჰქმნის ფსევდოჰუმანურ კლიშეებს, რითაც ახდენს ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსის სრულ დისკრედიტაციას, რომელიც დიდ საშიშროებას წარმოადგენს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის! 

     დიახაც, სამწუხაროდ, საქართველოში მილიარდელი ჯორჯ სოროსის ულტრალუბერალური-ანტიეროვნული ფონდის და სხვა უცხოური ანტიქართული  ფონდების მრავალწლიანმა "მოღვაწეობამ" უკვალოდ არ ჩაიარა, სწორედ მათ მიერ დაფინანსებული და "გამოზრდილი" კადრები, უკვე 17 წელზე მეტია, რაც მოწინავე პოზიციებზე არიან საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში! ამიტომაცაა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ ეროვნულ პლატფორმაზე მდგარი პატრიოტული ძალები, რომლებიც გააეროვნულებენ -  საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებს, საფუძველს ჩაუყრიან სამართლიან პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემას და ეროვნული ინტერესების დაცვით შესძლებენ საქართველოს  დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!!!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно