პარლამენტში ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


     ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირსპირდნენ. 

     უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

     დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა, რის გამოც სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    ვითარება იურიდიულ კომიტეტზე ამ დროისთვის უკვე განმუხტულია. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно