,,იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში"– სტოლტერბერგი


     ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტერბერგი საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.     
 
    იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპრიებული რეგიონების აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

    „გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმის განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს თავდაცვის ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი. იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში,"-განაცხადა სტოლტენბერგმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно