,,დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება"- ღარიბაშვილი


     ,,დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება"– ამის შესახებ ზუგდიდში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე, „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

     „ასევე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. შემდეგი, მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ, მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. თუ ჩვენ არ ვანახეთ ხალხს და მით უმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს, რა არის ჩვენი მიზანი, რა არის ჩვენი ქართული ოცნება, რა არის თითოეული ქართველის ოცნება – ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

    
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно