უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ეს განცხადება უკრაინის ლიდერმა უკრაინის გაქრისტიანების თარიღის აღსანიშნავ ცერემონიაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ უკრაiნამ უნდა იმოქმედოს.
„აუცილებელია, აგრესორი ქვეყნის ყველა საცეცი მოვკვეთოთ, რომლითაც ის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედებს", – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქით, „რუსეთში ეკლესია სახელმწიფოსგან მხოლოდ ქაღალდზე არის განცალკევებული, სინამდვილეში კი რუსული ეკლესია სრულად უჭერს მხარს კრემლის რევანშისტულ იმპერიულ პოლიტიკას". ამის შესახებ პოროშენკომ კიევში შეკრებილი ათი ათასობით მორწმუნე ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, უკრაინაში ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია სამ ნაწილადაა გაყოფილი. ცოტა ხნის წინ, უკრაინის ხელისუფლება, კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა ინიციატივით, რომ მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს.
წყარო: https://1tv.ge/news/petro-poroshenko-rusetis-martlmadidebeli-eklesia-ukrainis-erovnul-usafrtkhoebas-emuqreba/