ივანიშვილზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს – გოცირიძე


    საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ის, რითიც ბიძინა ივანიშვილი ამაყობდა, „საზოგადოების ჭარბი ნდობა", გამქრალია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილის დაღმასვლა თვალსაჩინოა.
 
     „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, NDI-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება გაკოტრებულია.

     „გაქრა მისი ჭარბი ნდობა. მასზე არაპოპულარული პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. როდესაც ამ გამოკითხვით ხდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის აღმასვლა, პირდაპირ მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა. ამას დამატებული პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგი, ამას დამატებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, ვხედავთ,რომ ფაქტობრივად „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის გაკოტრებული,"-ამბობს გოცირიძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/133983