გახმობის საშიშროების წინაშე მყოფი ე.წ. საღორიას ისტორიული ტყე. წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეები ხმება. საღორიას ტყეში ათობით გამხმარი და დაზიანებული მუხაა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე წაქცეულია და ადგილზე ყრია.
სპეციალისტები შიშობენ, რომ ნახევარ საუკუნეში შესაძლოა საუკუნეების ისტორიული მუხნარი საერთოდ განადგურდეს. ლანდშაპტების არქიტექტორი მიზეზად ტყის დაჭაობებას და სოკოს დაავადებას ასახელებს. სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სანიტარული ჭრა, ტერიტორიის გასუფთავება და ხეების შეწამვლა დროულად არ მოხდება, შესაძლოა ზიანი გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.
საღორიის ტყის ნაწილი ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეკუთვნის, რომელსაც უმოქმედობის გამო საყვედურობენ ქუთაისელი პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს უთვლიან და ფულის არასწორად ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამტკიცებენ, რომ მიზეზი, რის გამოც საღორიის უნიკალური ტყე გასაჭირშია, არა სოკო, არამედ მავნებელი მწერია.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112088