ვასაძის და დუმბაძის შემოერთებით დაიმსხვრა მითი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რელიგიური სექტაა– ვაშაძე


    ხულოში დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა, სადა პარტიის ლიდემა გრიგოლ ვაშაძემ ხალხს სიტყვით მიმართა.
 
    მისი თქმით ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში დაბრუნება დაიმსახურა.

    „ძალიან მომენატრეთ. ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე ხანდახან ღამით და ვფიქრობდი, კიდე საპრეზიდენტო კამპანიაში ვარ, არ გათავდა? არ გათავდება, სანამ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდება ხელისუფლებაში ყველა იმ პატიოსანი ადამიანით, რომელიც ამ გაერთიანებაში და ამ პარტიაში იმყოფება, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ იმით, რაც იმ 9 წელს გავაკეთეთ და დავიმსახურეთ იმით, რომ ჩვენი შეცდომები შევისწავლეთ, ვაღიარეთ, ბოდიში მოვიხადეთ, გავაანალიზეთ და ვიცით, რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში, შენებას ხელს უკვე არაფერი აღარ შეუშლის", – განაცხადა ვაშაძემ წარდგენის ღონისძიებაზე.
 
      ვაშაძის განმარტებით, მედეა ვასაძის და მურმან დუმბაძის შემოერთებით დაიმსხვრა მითი, იმის შესახებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რელიგიური სექტაა.
 
     „მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სიამაყით ვამბობ, რომ ჩემი მეგობრები არიან მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე, რატომ ვამბობ სიამაყით? რადგან მათ ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, დაამსხვრიეს მითები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ის რელიგიური სექტაა, რომელსაც მოკავშირე არასოდეს ეყოლება. აი, ჩვენი მოკავშირეები, ის ხალხი, ვინც თავისი ნებით დატოვა „ ქართული ოცნება". ხო დავამსხვრიეთ ის მითი, რომ ჩვენი ჭერი არის 400 000 ხმა და მეტს ვერ ავალთ", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно