მოსახლეობას პრეტენზია არ ჰქონდა, სიტუაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოატრიალეს - იორდანაშვილი


     პანკისში, ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტებებს აკეთებს. ლაშა იორდანაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ინფორმირებული იყო ჰესის მშენებლობაზე და არავის პრეტენზია არ ჰქონია. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხეობაში ვითარების პროვოცირება გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს.

     „როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ დავაანონსეთ საჯარო განხილვები ჩავატარეთ, თვეებით გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს, ჩვეულებრივად მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ ეს გამორიცხული იყო. ამის შემდეგ ჩაერთნენ რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს, რომ განცხადებები გუშინდელი იყო ასეთი, იმაზე კი არა მიმართული, რომ მოსახლეობას რაიმე პრობლემა ექნება, არა - ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, უმცირესობა. ეს არის ყველაზე ყურადსაღები და ყველაზე საშიში, რომელიც გუშინ შევამჩნიე,"-განაცხადა სამშენებლო კომპანია შპს "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა.

     პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ენერგეტიკოსი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, 80-იამნ წლებში მოსახლეობამ უარი განაცხადა ჰესების მშენებლობაზე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში 10-15 წლიანი უშუქობა. ვეფხვაძე მიმართავს საზოგადოებას, ნუ გამოაცხადებს ჯვაროსნულ ბრძოლას ჰესების წინააღმდეგ. 

     ლევან ვეფხვაძის განცხადებით, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჰესების მშენებლობის შეჩერებამ ეკონომიკის შეფერხება გამოიწვიოს.

     მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" შეფასებით, კი ქვეყანაში ჰესების მშენებლობის სტრატეგია მთლიანად გადასახედია, რადგან ექსპერტების აზრით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გლობალური კლიმატური გამოწვევების ფონზე საქართველოს მდინარეების ჰიდრო რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, დაუდგენელია იმ სარგებლისა თუ ზიანის მოცულობა, რასაც ახალი ჰიდრო სადგურები ქვეყნის ეკოლოგიასა და ეკონომიკას აყენებს.

     ნინო ჩხობაძის აზრით, ქვეყნის ჰიდრო რეზერვების შეფასება ხელახლა უნდა მოხდეს და აქცენტი ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გაკეთდეს.

     „წყალი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში საკმაოდ სერიოზულად კლებულობს და არის პროგნოზირებული, რომ მოიკლებს უფრო მეტად კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე და ამას ემატება ის, რომ ის მოდინებაზე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, როგორიც უნდა აშენდეს პანკისში. ძალიან ბევრ ადგილას უკვე მიაყენა ასეთმა აშენებულმა ჰესებმა რაღაცა პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობას," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/131502