მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ასევე კანონის ჩარჩოებში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.
ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა.
გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას.
რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა.
ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
ერთ–ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია – უწყების პირველი კომენტარი
12-05-2018, 12:10
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
19-06-2018, 10:22
საარჩევნო სტრესი: რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას პოლიტიკური შფოთვა?
25-10-2024, 11:03
რუსეთმა სირიაში საბრძოლო ელექტრონული სისტემა განათავსა
25-09-2018, 16:53