აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯთან მიწას თხრიან


     აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე ოთხი დღეა, ამ ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ.

     დღეს დილით კი „კურიერმა" გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, როგორ თხრიან აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მათ ბილიკი ამოჰყავთ, რათა აზერბაიჯანის მხრიდან აღდგომის ტაძარს მიუდგნენ. სამუშაოები ინენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

     ქართველ მესაზღვრეებს მიღებული აქვთ ბრძანება, რომ მედიას ადგილზე გადაღების საშუალება არ მისცენ. 

     "კურიერის" ჟურნალისტი გიდებს ესაუბრა, რომელთა თქმითაც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე მისვლის საშულებას არავის აძლევენ. 

     „მეოთხე დღეა, უკვე მკაცრად ჩაკეტილია მონასტერი. დილით მოდიან, საღამომდე მუშაობენ, ბილიკს აკეთებენ. ზემოთ ბაზა აქვთ, იქიდან, რომ აქ მოსასვლელი გაიიოლონ. ჩიჩხიკურზე მას შემდეგ რაც ბილიკი გააკეთეს, უკვე დავკარგეთ და აქაც იგივე, არავინ იცის, ღმერთმა ქნას, დროებითი მოვლენა იყოს, მაგრამ თუ როგორც იქ განვითარდა აქაც, დავკარგავთ," - განაცხადა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა.

     გიდების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს პირველად აკეთებენ. მათი ვარაუდით, უნდათ, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილად გამოაცხადონ. 

     „სურათიც არ გადამაღებინეს. ბილიკების გათხრა დაიწყეს. რას აპირებენ, კაცმა არ იცის. ეჭვის დონეზე ვიცით, რომ ალბანური კულტურის ნაწილად უნდათ რომ გამოაცხადონ დავით გარეჯა. განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ ქვეყანამ," - განაცხადა გიდმა, რუსუდან ჯაფარიძემ.

     დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა მას შემდეგ ჩაკეტა, რაც იქ შაბათს სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/131792