დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, მომავალში სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე – ბესელია


     იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
      „წინააღმდეგობის გამწევი არ არის ეს უმრავლესობა იმ პროცესისთვის, რაც არ არის ჯანსაღი. ყველა გადასახედიდან, როგორც კი იწყებ უკან მიბრუნებას, ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც არ გამოვიტანე ის სია კომიტეტის სხდომაზე. იმ ბარიერის მოხსნამ, რომლითაც ის ვერ მოხდა სესიაზე, ვერ მოხდა ის, რომ არ არის დამტკიცებული ის სია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ საბოლოოდ დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არ არის არავისთვის შედეგის მომტანი. იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно