თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამდღიანი წვრთნები აზერბაიჯანში პირველ მაისს დაიწყო.
„მუსტაფა ქემალ ათათურქი 2019"- ის მიზანს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.
წვრთნებში სამხედრო შენაერთები, ჯავშანტრანსპორტიორები, ნაღმმტყორცნები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში თავდაცვის სისტემაც იყო ჩართული.
წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/104649/turqetma-da-azerbaijanma-ertoblivi-samkhedro-tsvrtnebi-chaatares
