ამაზეა ნათქვამი, “არ გინდოდათ რძე და ყველი…" – სააკაშვილი


    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     „აბა, დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი... ამაზეა ნათქვამი, "არ გინდოდათ რძე და ყველი…" და ახლა გვაქვს აი, ეს", – წერს მიხეილ სააკაშვილი.

     „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროში, კი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно