"რუსთავი 2"-ს სურს შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება – ცქიტიშვილი


    „მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება," - ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ,,რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

     მაია ცქიტიშვილი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, საიდანაც გაირკვა, რომ სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და ნიჟარაძის უკან "ქართული ოცნება" დგას.

     „შევაფასებ როგორც მორიგ სცენარს "რუსთავი 2"-ისგან რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავს" აქვს საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან. ასე, რომ ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

     სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно