ირანი აშშ-ს ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს


     ირანი აშშ-ს ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელს ირანთან ომის დაწყება სურს, მაგრამ ეს თვითმკვლელობა იქნება. მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, ირანთან ომი იმ ხალხს სურს, ვინც 2003 წელს ერაყთან დაიწყო ომი.
 
     ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თეირანს ომი არც ერთ ქვეყანასთან არ უნდა, მაგრამ თუ აშშ-ი ირანთან შეიარაღებულ დაპირისპირებას დაიწყებს, ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს ყველა საშუალებით დაიცავს. მოჰამად ჯავად ზარიფმა ასევე თქვა, რომ ირანი აშშ-ის სანქციებს გადალახავს, რადგან თეირანთან ვაჭრობის მზადყოფნა ბევრმა ქვეყანამ გამოხატა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/irani-ashsh-s-omis-dawyebis-mcdelobashi-adanashaulebs/