პოლიტიკაში ტრენინგებით და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით არ ხდება თავის დამკვიდრება – ბესელია


     „პოლიტიკაში ტრენინგებით მხოლოდ და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით ან კარგი პერსონალური CV- ით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა. ამიტომ, ცოტა არასერიოზულად ვუყურებ მართალი გითხრათ, ასეთ მიდგომას," - ამ განცხადებით, ეკა ბესელია "ქართულ ოცნებაში" დაწყებულ განახლების პროცესს გამოეხმაურა.  

     „ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში, ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი უკვე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის რა ვითარება და სურსათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება, რაც ქვეყანაში არის, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ბევრი პრობლემა, რაც ადამიანებს აქვთ, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება.
 
     ,,ქართული „ოცნებაში" გამოცხადებული პოლიტიკური ქასთინგის მთავარი კურატორი მაია მიმინოშვილი იქნება 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно