სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი რომ აქვს, ამას გამოკითხვები და ხალხის განწყობა აჩვენებს – ვოლსკი


      სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი რომ აქვს, ამას გამოკითხვები და ხალხის განწყობა აჩვენებს– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განცხადა.
 
     მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" კანდიდატი პირველ ტურშივე გაიმარჯვებს.

     „ფულის დარიგება და მით უმეტეს, მასობრივი დარიგება არ იმალება. ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს და სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ამბობს. სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს. მათგან ამ საკითხზე საუბარი სწორედ აქედან გამომდინარეობს.

      რულოვსს ნაკლები შანსი რომ აქვს, ამას გამოკითხვები და ხალხის განწყობა აჩვენებს. სამეგრელოში ის არ დავიწყებიათ, რაც სანდრა რულოვსის მეუღლის ხელმძღვანელობით თავს დაატყდათ. ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ და ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში გამარჯვება იქნება", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно