საქართველოს 8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება


     „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება.

     რძის გადამამუშავებელი 13 საწარმო საქართველოს 8 რეგიონში აშენდება, მათ შორის:
• სამცხე-ჯავახეთში - 4 (ნინოწმინდა - 3, ასპინძა - 1);
• გურიაში - 1 (ოზურგეთი);
• რაჭა-ლეჩხუმში - 3 ( ცაგერი - 2, ონი - 1);
• იმერეთში - 1 (ჭიათურა);
• მცხეთა-მთიანეთში - 1 (თიანეთი);
• აჭარაში - 1 (ხულო);
• შიდა ქართლში - 1 (კასპი);
• ქვემო ქართლში - 1 (წალკა).
 
      სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

     მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

     პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно