ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან ხმაურია


     ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან ხმაურია.

    „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ.

     როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გია დანელიამ პასუხი უნდა აგოს იმ განცხადებაზე, რაც გააკეთა.

     საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. მოგვიანებით კი, ჟურნალისტებმა შენობაში შესვლა შეძლეს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

     საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერი გუშინ გავრცელდა.

     პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების" წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან". მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ".

     გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი", – განაცხადა გია დანელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv