უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს– გოცირიძე


      მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მსოფლიო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
 
     გოცირიძის განმარტებით, უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს.

     „ზელენსკი მოიქცა სამართლიანად. ის სამართლებრივ სახელმწიფოს ააშენებს და არა, ოლიგარქიულ სახელმწიფოს, რაც იყო აქამდე. რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოსთან დამოკიდებულებასა და ქვეყანაში დაბრუნებას, ეს ახალი ტკივილი გაჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებები. უკრაინის პრეზიდენტს ურჩევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო სამსახურში არ დაასაქმოს. ამით კიდევ ერთხელ თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ. თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი მნიშვნელობა საქართველო აქვს და უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს", – განაცხადა რომან გოცირიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно