ლიგიკურად მიმაჩნია, საქართველომ კვლავ დააყენოს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა – ქანთარია


      „აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც არის ძებნილი, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება, მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს", – ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
 
      ქანთარიას აზრით უკრაინის პრეზიდენტი მალე დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა.

      „ზელენსკი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლავთ, ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა უკრაინაში თუ რაში წაადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე ხნის წინ პუტინმა თხოვა ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ზელენსკის სხვა ადამიანებიც თხოვდნენ, მაგალითად, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეებმა", – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно