,,შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე"– კახა ძაგანია ნათელაშვილს


     „მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, „ლეიბორისტული პარტიის” ყოფილი წევრი კახა ძაგანია „ლეიბორისტული პარტიის” ​ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიმართავს.

    „ვუყურე შალიკო ნათელაშვილს TV Pirvel-ზე და მაგრად ვიხალისე მის უსუსურობაზე. ჯერ იყო და გრიგოლიას მოღალატე ეძახა (იმის იმედით, სხვა არ მაძლევს ხმას და იმათ მაინც მოვაწონებ თავს, ვისაც გრიგოლია არ უყვარსო), მერე ამერიკელებს უფლება მისცა, საქართველოში ბაზები გახსენით და ატომური ბომბიც შემოიტანეთო (იმის იმედით, კაბინეტებში არ მიშვებენ, იქნებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორიდორებში გავლის უფლება მაინც მომცენო) და მერე „სოკარს” ამოუტრიალა მკვდარი და ცოცხალი (იმის იმედით, იქნებ, მეც მომცენ დოლარებიო). შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე”, – წერს კახა ძაგანია ფეისბუქის პირად გვერდზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно