გაოცებული ვარ, რომ საქართველო ვერ ახორციელებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყნებმა შეძლეს - რებეკა ჰარმსი


     საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა - ეს განცხადება რებეკა ჰარმსმა,,რუსთავი 2"–თან საუბრისას გააკეთა. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, არადამაჯერებელი უწოდა.

    მანამდე კი ჰარმსმა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ლგბტ პირების მსვლელობასთან დაკავშირებით, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა. მან "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორის პოსტი გააზიარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მსვლელობის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

    "თბილისში ვიზიტის დროს ლგბტ თემის წარმომადგენლებს შევხვდი და ვიცი, რომ მათ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების გამოყენების დიდი სურვილი აქვთ. ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ისე ჩანს, თითქოს საქართველოს მთავრობას არ შეუძლია დაიცვას ეს მსვლელობა.

    "მე გაოცებული ვარ, რომ საქართველო ვერ ახორცილებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სხვა ქვეყნებმა შეძლეს. "პრაიდის” მსვლელობა ჩატარდა მოლდოვასა და უკრაინაში. ვთავაზობ მათ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მე სრულიად ვეთანხმები სახალხო დამცველის განცხადებას - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მარშის უსაფრთხოების და სავარაუდოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა,”-განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно