რუსეთი თურქეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-4000-ს ივლისში გადასცემს


     რუსეთი თურქეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-4000-ს ივლისში გადასცემს. ამის შესახებ კრემლში განაცხადეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

     რუსეთის ამ განცხადებამდე ვაშინგტონმა ანკარას ამ სისტემის შესყიდვის შესაჩერებლად 31 ივლისამდე დაუწესა ბოლო ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი გამოეთიშება მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებელი ბომბდამშენის F-35-ის პროექტს.

     აშშ არწმუნებს თურქეთს, რომ რუსული S-400 ნატოს თავდაცვის სისტემებთან შეუთავსებელია და გარკვეულწილად საფრთხესაც ქმნის.

     F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ სიძვირის გამო. S-400 კი რუსეთის მიერ შექმნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელზეც თურქეთს ხელი მიუწვდება. 

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ვაშინგტონის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის თურქეთისთვის მოწოდება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემას არ უქმნის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/108477/ruseti-turqets-sazenitosaraketo-kompleqs-s4000s-ivlisshi-gadastsems