ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები – რატიანი


     ჩავარდნილი ჯანდაცვის რეფორმა და კულუარული ბრძოლები მმართველ გუნდში - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, სწორედ ეს ორი საკითხი გახდა ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების მიზეზი.

     რატიანის გაცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნა დავით სერგეენკოს დააბრალოს. დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის გამო ეკისრებათ. 

     "როგორც ჩანს ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები როგორც ჩანს მიდის კულუარული ბრძოლები. ფაქტია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ჯანდაცვაში,"-აცხადებს სერგო რატიანი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно