დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია. საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
ცესკო-ს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩია.
![](/uploads/img/rcheulebshi-damateba.png)