ისტორიკოსი უჩა მურღულია ქართულ ენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,ქართული ენა ერთერთი უმდიდრესი ენაა და ფაქტიურად არ არსებობს აზრი და მოქმედება რომელსაც ზუსტად ვერ გამოსახავს. ყველა ქართულ სიტყვას აქვს თავისი თვითთავში განმარტება და შესაბამისად იბრუნვის. ენა ცოცხალი ორგანიზმია და ყველა ეპოქაში სხვა ხალხებთან ურთიერთობით მუდმივად ივსებოდა და მომავალშიც შეივსება ახალი სიტყვებით, მაგრამ ბოლო დროს თვით ქართულში დაიწყო ისეთმა სიტყვებმა წარმოშობა (არ ვიცი საიდან) რომელსაც განმარტება ანუ თვითაღქმა არცერთ ენაზე არ აქვს.
ასეთი სიტყვაა მაგ. სრულიად იდიოტური სიტყვა „მოწყვლადი" რომელიც შეუძლებელია იცოდეს ვინმემ ზუსტად რას ნიშნავს და შესაბამისად სრულიად უაზროდ იყენებენ ე.წ. „სვეცკობის" ნიშნად. კიდევ მესმის იგივე ნიშნით ქართული სიტყვის ნაცვლად უცხოურს რომ იყენებენ დამახინჯებული ქართული დაბოლოებით: მაგ „მგრძნობიარეს" ნაცვლად „სენსიტიური", მაგრამ რატომ ვიგონებთ ისეთ სიტყვას რომელიც არცერთ ენაზე არ იხსნება?
ძველ ენას თუ ვუბრუნდებით კი არსებობსა მოიწყლა რაც სხეულის დაჭრას, დაზიანებას ნიშნავდა, აქედან წყლული - ჭრილობა, მაგრამ მოწყვლადი არც ამას უდგება, მითუმეტეს იმ გამოყენებით რა მიმართულებითაც დღეს ამ უცნაურ სიტყვას იყენებენ"– წერს უჩა მურღულია.