,,სტიქიას ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი "– ბახტაძე


     პრემიერ–მინისტრი შეფასებით, სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც ხეების უსისტემო ჭრამ შეუწყო ხელი.
 
     ბახტაძის განცხადებით, სწრაფი შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციაზე მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს.
 
     აღნიშნული განცხადება მამუკა ბახტაძემ სტიქიის ზონაში სტუმრობისას გააკეთა.

     „პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. 

     ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან", - განაცხადა ბახტაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно