ბევრ ქვეყანას ისე ვიცავთ, რომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვთ, ისინი კი, ამით სარგებლობენ და ნავთობის ფასებს ზრდიან"- ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73 –ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა ნავთობზე მაღალ ფასებს არ მოითმენს და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ბალტიის ნავთობსადენის მშენებლობას, რომელიც ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს.
აშშ-ში ჩვენ გვჯერა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობის. ეს ეხება აშშ-სა და ჩვენს მოკავშრეებსაც. ჩვენ ვართ ენერგეტიკული რესურსების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მზად ვართ ამერიკული ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი განვახორციელოთ. OPEC-ი და ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მთელ მსოფლიოს ძარცვავენ. მე ეს არ მომწონს. არავის არ უნდა მოსწონდეს. ბევრ ამ ქვეყანას ისე ვიცავთ, რომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვთ. ისინი კი, ამით სარგებლობენ და ნავთობის ფასებს ზრდიან. ეს არ არის კარგი.
ჩვენ აღარ მოვითმენთ ნავთობზე მაღალ ფასებს. ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს და ის უფრო მეტად მოწყვლადი ხდება. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პოლონეთს, რომელიც სათავეში უდგას ბალტიის ნავთობსადენის მშენებლობას. ეს მილსადენი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. გერმანია სულ მალე იქნება სრულად დამოკიდებული რუსეთზე, თუ ის დაუყოვნებლივ არ შევცლის კურსს", – განაცხადა დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლის დროს.