საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი მას კრიმინალად მოიხსენიებს.
,,ეს შევარდნაძის სიძის, ჯოხთაბერიძის დაქირავებული ნაძირალა აცხადებს, რომ თურმე,მე ხელს შევუშლი ქართველი ხალხის შემდგომ გატყავებაში...თურმე ბიზნესმენი არ ვარ და რა მინდა პოლიტიკაში,სადაც ივანიშვილ-ჩხარტიშვილი და ფარცხალაძეა"- წერს სააკაშვილი.
"სააკაშვილი არ არის ბიზნესმენი. მან არ იცის ბიზნესი და ეკონომიკა. აზრი რომ სააკაშვილი მიდის უკან, უკვე არის პრობლემა ინვესტიციისთვის და საქართველოს ვალუტისთვის. ბიზნეს სექტორში არ არის არაფერი მხარდამჭერი სააკაშვილისთვის. ის იყო კატასტროფა ბიზნესებისთივის 2003 წლიდან 2012 წლამდე და ჩვენ არ გვჭირდება ეს კრიმინალი საქართველოში. მიშას კანდიდატი და "რუსთავი 2" ბიზნესზე ცუდად საუბრობს და მე არ მომწონს მათი ტყუილები. ერთი "ვარდების კატასტროფა" საკმარისი იყო. მეორე არ გვჭირდება", - წერს დევიდ ლი.