,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი რომ არ იყოს ტელე–დებატებში არავინ მიიწვევდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანია.
ამის შესახებ, ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია ,,იბერიაზე" ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
,,ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, როდესაც გამოდის და ლაპარაკობს ზარდიაშვილზე, მურუსიძეებზე, კი ბატონო მეც არ მომწონს ეს ზარდიაშვილები და მურუსიძეები, მაგრამ ქალბატონო თაკო ეშმაკს ეახლეთ აღსარებაზე? იმ მონანიებისა არ იყოს? ის ზარდიაშვილები და მურუსიძეები ვინ შექმნა? შექმნა იმ ხელისუფლებამ. ძალიან ნუ გვაყვედრით თავს, რომ სადღაც იბრძოდით. ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, რომ არ იყოს ქალბატონი თაკო დღეს არც ტელედებატებში იჯდებოდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანია. უხერხულია,როდესაც შეურაცმყოფელი განცხადებებით გამოდის საზოგადოების მიმართ, იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ ,,ნაცმოძრაობის" პოზიციას ბნელებს ეძახის. არ მინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი,"– აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.