,,ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს"– მიხეილ სააკაშვილი


     ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

    მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც რუსეთის მხარეს, ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცა, მათ შორის 2008 წლის მებრძოლების სია, რომლებზეც დღეს ნადირობაა გამოცხადებული. 

   „ივანიშვილი გამოვიდა, ეს მართლა ვირეშმაკა, სრულიად უნამუსო მოღალატე და გამოაცხადა, რომ ეს პროტოკოლის შეცდომა იყოო. მეგობრებო, ივანიშვილმა გადასცა რუსეთს სიები, საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების, აგენტების რუსეთში და ყველა მათგანი დააკავეს. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ყველა ჩვენი მებრძოლის სია და სათითაოდ მათზე ნადირობს მთელს მსოფლიოში 2008 წლის ომის. ივანიშვილმა გადასცა რუსეთს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ეხებოდა ჩვენ ურთიერთობას ნატოსთან, ივანიშვილმა შემოუშვა გავრილოვი 2013 წელს, პირველად საქართველოში და ასევე, ივანიშვილმა შემოუშვა ლუჩკოვი და უამრავი სხვა რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში. რუსული სპეცსამსახურები სრულიად დაუსჯელად მოქმედებენ საქართველოში.
 
     მაგალითად, უკრაინელებს ავერბოვკებენ მასობრივად საქართველოში. ივანიშვილმა, რუსეთის დავალებით, შეაჩერა ლაზიკის პორტის მუშაობა და მოკლა ლაზიკის პროექტი, ივანიშვილი რუსეთის დავალებით დევნის უამრავ ქართველ პატრიოტს და საბოლოო ჯამში, ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს. საქართველოს განადგურება, მიწასთან გასწორება, ქართველების საქართველოდან გაყრა, მასობრივად უცხოელების ჩამოსახლება. მათ შორის პირველ რიგში რუსების, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გეგმის ნაწილია. ამას ახორციელებს ვიღაც კობახიძე კი არა, მდინარაძე თუ დეპუტატები თუ ვიღაც შნირები. რუსეთს ჰყავს მხოლოდ ერთი რეზიდენტი საქართველოში, ივანიშვილი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


скачать dle 11.0фильмы бесплатно