ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,ჰარვარდის პროფესორების სტატია წავიკითხე თქვენგენაცვალეთ და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. ამერიკის მოქალაქეებს აგებინებენ ამას და ჩვენი დუხჭირი მოქალაქეებისთვის დაფარულია ცოდნა იგი: სტატიის არსი მდგომარეობს შემდეგში, - მედიკამენტებს, ტაბლეტებს, კაფსულებს, ამპულებს სინამდვილეში ვადა არ გასდის და ეს არის მარკეტინგული ხრიკი, რომ წარმოებამ ხშირად გამოიტანოს პროდუქცია ბაზარზე. ვადა მხოლოდ იმიტომ აწერიაო, როგორც დავუშვათ, მაცივარს მოყვება ორწლიანი გარანტია ფირმისგან და მეტი არა, მაგრამ მაცივარი კიდევ ათწლეულები მუშაობს და არ ფუჭდება. ყურადღებით მისმინეთ ამ ნაწილში - თხევადი, სიროპის სახით წამლებს ნამდვილად გასდის ვადა, მითუმეტეს, თუ ბოთლი გახსნილია. ტაბლეტებს და კაფსულებს არასდროს გასდის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ შენახვის უკიდურესად ცუდი პირობებია, - შეფუთვის გარეშეა და მზის გულზე თუ გიდევთ. ტემპერატურული რეჟიმით დაცული მედიკამენტი 15 წლის ვადაგასულიც კი შეგიძლიათ მოიხმაროთ.
ბევრი წლის შემდეგ, ან შენახვის პირობების ოდნავი დარღვევის გამო მაქსიმუმ, 10%-ით დააკლდეს ეფექტურობა. ამას გარდა, ვადაგასული მედიკამენტი არ იძენს მომწამვლელ თვისებას, ის არის იგივე, რაც იყო გამოშვებისას. მაცივარში თუ შეინახავთ, საერთოდაც 22-ე საუკუნეში შთამომავლობას შეგიძლიათ დაუტოვოთ გამოსაყენებლად. ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მედიკამენტები ინტენსიურად სჭირდება და ლამის შიმშილობა უწევს მათ შესაძენად და შემდეგ კიდევ მათ ხშირ-ხშირად გასაახლებლად, რაც სინამდვილეში საჭირო არაა. ერთერთ სტატიას ვაბამ სტატუსს, მოკლე და კოხტა სტატიაა. გრძელებით არ დაგტვირთავთ, თავად მოიძიეთ.
მიყვარხართ, გისურვებთ ჯანმრთელობას,"–წერს ნათია ფანჯიკიძე.