თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეკუთვნის არც საკუთარ თავს და არც სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ზელენსკის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა, კახა კალაძეს მის ქვეყანაში შესვლაზე სანქცია დაუწესა.
"ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: მე შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკი მყავს მხედველობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს ის იმყოფება. დღეს ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება და გააანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში. ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: საქართველოსა და თბილისში არის უამრავი უკრაინელი ოჯახი ჩამოსული, რომელიც გამოექცა იმ უბედურებას, იმ ომს, რაც უკრაინაშია. ეს ოჯახები, ეს პატარები უამრავი ბენეფიტით სარგებლობენ, რომელიც მათ თბილისის მერიამ დაუწესა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყველა ამ ოჯახის, ყველა ამ პატარას მხარდაჭერას, თანადგომას და ეს იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი იმაზე, რაც ზელენსკიმ გააჟღერა", - განაცხადა კახა კალაძემ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
14-10-2018, 11:04
,,გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა"– ლევან გოგიჩაიშვილი
2-12-2018, 19:35
ირმების შთამბეჭდავი მყვირალობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
24-10-2018, 11:06
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
26-06-2018, 18:02